მას შემდეგ, რაც არგენტინელ თანატოლებთან 2 საკონტროლო მატჩი მოილია, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს დაპირისპირება ურუგვაისთან ელის.
უმცროსი “ბორჯღალოსნები” სამხრეთამერიკული ტურნეს მე-2 ნაწილის ჩასატარებლად, არგენტინიდან ურუგვაისკენ გეზს, დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე აიღებენ.
გასაკვირი არაა, რომ მონტევიდეოში ჩაფრენის შემდეგ, დღის უმეტესი ნაწილი აღდგენას დაეთმობა, 26 თებერვლიდან კი უშუალოდ ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გასამართი 2-მატჩიანი სერიისთვის მზადება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მატჩის ხილვის საშუალება არც ტელე-ტრანსლაციით იქნება შესაძლებელი და არც – ინტერნეტ-სთრიმით. შესაბამისად, მატჩის ინფორმაციულ განახლებებს, ტრადიციულად, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური თვითერი მოგვაწვდის @GeorgianRugby
ასევე გაცნობებთ, რომ ტურნეს მატჩების ჩანაწერი, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატამდე არ დაიდება, ვინაიდან ეს შეხვედრები ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
დარჩენილი მატჩების განრიგი
ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო – 16:00 ადგ. დროით (საქ. დროით 23:00)
4 მარტი, მონტევიდეო – 16:00 ადგ. დროით (საქ. დროით 23:00)
www.rugby.ge