ფეხბურთი

14:24 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალმეიდა სამი მატჩით დასაჯეს

“ჰანოვერის” პორტუგალიელი თავდამსხმელი უგო ალმეიდა ბუნდესლიგის მომდევნო სამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ინფორმაციას Sport Bild-ი ავრცელებს.

ალმეიდამ “აუგსბურგთან” გერმანიის 22-ე ტურის მატჩში მეტოქეს იდაყვი განზრახ მიარტყა, შესაბამისად, ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა პორტუგალიელი დასაჯა. 31 წლის ფორვარდი “შტუტგარტთან”, “ვოლფსბურგთან” და “ვერდერთან” გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

უგო “ჰანოვერში” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ანჟიდან” გადავიდა. ალმეიდამ ბუნდესლიგაში 4 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112483