ფეხბურთი

20:13 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” მდევართან სხვაობა გაზარდა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის შემდეგ ლიდერ თბილისის “დინამოსა” და მის უახლოეს მდევარ გორის “დილას” შორის სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა. დინამოელებმა თბილისურ დერბიში “ლოკომოტივი” “დინამო არენაზე” 2:1 დაამარცხეს, ხოლო გორელები ქობულეთში ბათუმის “დინამოს” დაუზავდნენ - 2:2.

“დინამო”-“ლოკომოტივის” შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის ულამაზესი გოლით გაიხსნა, თუმცა იურაი იარაბეკის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს - პენალტის ნიშნულიდან ალექსანდრე იაშვილმა აღადგინა წონასწორობა, 69-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა დააწინაურა მასპინძლები.

საინტერესო თამაში გაიმართა ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. თამაშის გმირი უდავოდ გორელთა გამოცდილი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე გახდა, რომელმაც ზღვისპირელებს დუბლი შეუსრულა. სხვათა შორის, 31 წლის შემტევს 14 მატჩში 13 გატანილი გოლი დაუგროვდა.

იმერული დერბი ადვილად მოიგო “სამტრედიამ”, რომელმაც “ეროსი მაჯგალაძეზე” თერჯოლის “საპოვნელა” 3:0 დაამარცხა. გია ცეცაძის გუნდი ამ მოგებით ევროზონას დაუახლოვდა, ხოლო “საპოვნელას” საქმე რთულადაა და გავარდნის რეალური კანდიდატია.

ივანწმინდაში, “ჩიხურამ” თბილისის “საბურთალო” გაანადგურა – 5:0. ასევე შინ მოიგეს ქუთაისის “ტორპედომ” და ბოლნისის “სიონმა”, რომლებმაც შესაბამისად, “ზუგდიდსა” და ფოთის “კოლხეთს” აჯობეს.

ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა; თუ “გურიამ” და “შუქურამ” ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს, “ცხინვალმა” და მარტვილის “მერანმა” ერთმანეთის კარის ბადე თითოჯერ შეარხიეს. აღსანიშნავია, რომ კახა კაჭარავას გუნდს “სიონი” კუდში მიჰყვება და მესამე ადგილისთვის “ცხინვალს” რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს.

XVII ტურის ტექნიკური შედეგები:

დინამო (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 2:1 (0:0)

თბილისი. “დინამო არენა

გოლები: 1:0 ჩიტეიშვილი (53), 1:1 იაშვილი (58, პენ.), 2:1 კიტეიშვილი (69).

ჩიხურა” – “საბურთალო” 5:0 (3:0)

ივანწმინდა, “ცენტრალური სტადიონი”

გოლები: 1:0 ჭანკოთაძე (2), 2:0 კირკიტაძე (14), 3:0 სარდალიშვილი (41), 4:0 ჭანკოტაძე (65), 5:0 განუგრავა (90)

დინამო” (ბათუმი) – “დილა” 2:2 (2:1)

ქობულეთი, “ჩელე არენა”

გოლები: 1:0 კომაზიჩი (8, პენ), 1:1 მარცვალაძე (18), 2:1 შონია (39), 2:2 მარცვალაძე (62)

გურია” – “შუქურა” 0:0 (0:0)

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”

ცხინვალი” – “მერანი” 1:1 (1:1)

თბილისი, “მიხეილ მესხის სათადარიგო”

გოლები: კოჩლაძე (17), 1:1 ხაბელაშვილი (19)

სამტრედია” – “საპოვნელა” 3:0 (2:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

გოლები: 1:0 ზივზივაძე (9), 2:0 მარკოზაშვილი (28), 3:0 ჯიქია (83)

სიონი” – “კოლხეთი” 3:1 (1:0)

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (27), 2:0 გოგინაშვილი (55), 2:1 ნიკაბაძე (73), 3:1 ტატანაშვილი (90, პენ)

ტორპედო” – “ზუგდიდი” 2:0 (1:0)

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

გოლები: 1:0 ქიმაძე (36), 2:0 კაპანაძე (90)

დინამო თბ 17 15 1 1 47 15 32 46
დილა 17 12 3 2 33 14 19 39
ცხინვალი 17 10 4 3 36 21 15 34
სიონი 17 10 3 4 35 21 14 33
სამტრედია 17 10 2 5 36 20 16 32
დინამო ბთ 17 8 6 3 30 17 13 30
ჩიხურა 17 9 3 5 29 14 15 30
შუქურა 17 6 5 6 18 17 1 23
ტორპედო 17 6 5 6 28 28 0 23
საბურთალო 17 6 3 8 25 34 -9 21
კოლხეთი ფ 17 5 3 9 14 23 -9 18
ლოკომოტივი 17 4 3 10 20 26 -6 15
გურია 17 2 6 9 13 30 -17 12
საპოვნელა 17 2 2 13 11 41 -30 8
ზუგდიდი 17 1 5 11 12 37 -25 8
მერანი 17 2 2 13 13 42 -29 8

0.268592