ფეხბურთი

13:22 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 22-ე ტურის სიმბოლური

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე “ჰოფენჰაიმიდან” მოხვდა, რომელმაც შინ “მაინცი” დაამარცხა (3:2).

22-ე ტურის სიმბოლური ასეთია:

მეკარე: რალფ ფერმანი (“შალკე”);
მცველები: რაფინია ("ბაიერნი"), ბენჟამინ ჰუბნერი (“ინგოლშტადტი”), ნიკლას შიულე (“ჰოფენჰაიმი”), რობერტ ბაუერი (“ინგოლშტადტი”);
ნახევარმცველები: ტობიას შტრობლი, მარკ უტი, კევინ ვოლანდი (სამივე “ჰოფენჰაიმი”), მაჰმუდ დაჰაუდი (“გლადბახი”);
თავდამსხმელები: ტომას მიულერი (“ბაიერნი”), სანდრო ვაგნერი (“დარმშტადტი”).

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115073