ფეხბურთი

10:14 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეჩვიდმეტე ტურის წინ

დღეს უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის რვავე მატჩი გაიმართება. რთულია ერთი რომელიმე შეხვედრის ცენტრალურად მიჩნევა, თუმცა ადგილების მიხედვით, ასეთი ალბათ, ბათუმის “დინამო”-“გორის “დილაა”. ბათუმელები მეექვსე ადგილზე არიან, მაგრამ ზემოთ ანაცვლების მშვენიერი შანსი აქვთ, მესამეადგილოსანს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. “დილასთვის” კი ამოცანა ნათელია: “დინამოს” დიდად არ უნდა ჩამორჩეს, რათა საჩემპიონო რბოლა წარმართოს.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები: 46 თამაშიდან 25 ბათუმელებმა მოიგეს, 12 ფრე აღინიშნა და 9-ჯერ “დილამ” იმარჯვა. ბურთების შეფარდება 69:29 ზღვისპირელთა სასარგებლოდ.

ლიდერი “დინამო” დერბიში “ლოკომოტივს” დაუხვდება, რომელმაც ზამთრის შესვენებაზე შემადგენლობა გააძლიერა. დინამოელებმა წინა ტურში “საპოვნელას” ძლივს მოუგეს (2:1) და ვნახოთ, ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებთან როგორ ითამაშებენ. აქამდე გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში 40-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და 23 “დინამომ” მოიგო, 6 “ლოკომოტივმა”, 11 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაა 58:22. გამორჩეული იყო მატჩი 2007/2008 წლების სეზონის ბოლო ტურში, როცა დინამოელებმა 6:5 იმარჯვეს.

იმერულ დერბიში “სამტრედია” თერჯოლის “საპოვნელას” ეთამაშება. გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ: გია ცეცაძის გუნდს ხუთეულში დამკვიდრება, ხოლო ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებს – უმაღლესში დარჩენა. თერჯოლელებს ახლა გაცილებით კარგი შემადგენლობა ჰყავთ, ვიდრე პირველ წრეში.

ტურის სხვა მატჩებიც ინტერესს იწვევს და ვისურვებდით, რომ ისეთივე დაძაბული თამაშები ყოფილიყოს, როგორც წინა ტურში იყო. მე-16 ტურში ორბურთიანი სხვაობაც კი არ დაფიქსირებულა – ან ფრე, ან მინიმალური ანგარიში. ეს იმას ნიშნავს, რომ დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია.

მე-17 ტური. ერთის გარდა, ყველა მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. “დინამო”-“ლოკომოტივი” 18:00 საათზე გაიმართება.

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

სამტრედია – საპოვნელა (თერჯოლა) (პირველ წრეში – 3:2)

მსაჯი: ა.ნონიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: შარიქაძე (საპოვნელა)

ქობულეთი. “ჩელე არენა”

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) (პირველ წრეში – 1:1)

მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: ბაგაევი (დილა)

თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო

ცხინვალი – მერანი (მარტვილი) (პირველ წრეში – 3:2)

მსაჯი: ბ.ნინუა

დისკვალიფიკაცია: ბურძენაძე, ისიანი (ორივე – ცხინვალი)

მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა”

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი (პირველ წრეში – 1:1)

მსაჯი: გ.ვადაჭკორია

დისკვალიფიკაცია: მამასახლისი, ბაბუნაშვილი (ორივე – ტორპედო), ლაშხია, წურწუმია (ორივე – ზუგდიდი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”

გურია (ლანჩხუთი) – შუქურა (ქობულეთი) (პირველ წრეში – 1:2)

მსაჯი: ა.ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: ირაკლი კვეკვესკირი (გურია)

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) (პირველ წრეში – 1:0)

მსაჯი: ლ.სილაგავა

ივანწმინდა. “ცენტრალური”

ჩიხურა (საჩხერე) – საბურთალო (თბილისი) (პირველ წრეში – 0:1)

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

დისკვალიფიკაცია: ალთუნაშვილი, გოშაძე (ორივე – საბურთალო)

თბილისი. “დინამო არენა”

დინამო (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი) (პირველ წრეში – 4:1)

მსაჯი: გ.დოგრაშვილი

დისკვალიფიკაცია: დიასამიძე, ქიქავა, ბენაშვილი (ყველა – ლოკომოტივი)

0.122435