ფეხბურთი

22:05 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრები დუბაიში ამხანაგური მატჩებს ჩაატარებს (+VIDEO)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩების ჩასატარებლად დუბაის ესტუმრა. სფფ-ს პრეს-სამსახურის ცნობით, ლევან ბაჯელიძის გუნდი 20 თებერვლიდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა და დღეს დუბაიში გაემგზავრა.

ქალთა ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები 24 და 27 თებერვალს შედგება. ქალთა ნაკრებს დუბაიში გამგზავრებამდე, სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი შეხვდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თამარ ნადირაშვილი („ჟალგირისი“, ლიტვა), თეონა სუხაშვილი (ლაგოდეხის „ჰერეთი“).

მცველები: ნათია სხირტლაძე (თბილისის „იბერია სტარი“), ნინო კოჭლამაზაშვილი („გაბალა“, აზერბაიჯანი), ანა ზაქაიძე (თბილისის „იბერია სტარი“), ნინო სუთიძე („ქონაქი ბელედიესპორი“, თურქეთი), თამარ ტატუაშვილი („სამსუნი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის „გურია“).

ნახევარმცველები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), თინათინ თევდორაძე (თბილისის „იბერია სტარი“), მარიამ ბასილაძე („გაბალა“, აზერბაიჯანი), თეონა თოდაძე („სამსუნი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ზუგდიდის „ბაია“), ლანა გორგაძე (ქუთაისის „მართვე“), ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირი ბელიდიესპორი“, თურქეთი).

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირი ბელიდიესპორი“, თურქეთი), თამრიკო კვალიაშვილი (თბილისის „იბერია სტარი“), მარიამ დანელია (სენაკის „სენაკი“).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117634