რაგბი

12:40 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრძოლები „შევარდენსა“ და დიდ დიღომში (+VIDEO)
ტელე-რეფერის გაუქმებული და ჩათვლილი ლელო

საქართველოს ჩემპიონატის, დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება დასკვნით ფაზაში შედის და მოწინავე გუნდები საპლეიფო ექვსეულში ადგილების გადანაწილებისთვის იბრძვიან. სიტუაცია ისეთია, რომ თითოეული ქულა უდიდეს მნიშვნელობას იძენს და მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრებშიც დაუნდობელი ბრძოლები გაიმართა.

ორი ცენტრალური მატჩიდან პირველი „შევარდენზე“ დაიწყო და მასში ბოლნისის „ყოჩებმა“ „ბათუმი“ 26:20 დაამარცხა. ზღვისპირელები კარგად შლიდნენ ბურთს და სისწრაფის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, მათი შერკინებაც კარგად ირჯებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ჯარიმა აიღეს და ეს ძვირად დაუჯდათ. მხოლოდ საწყის 15 წუთში, „ბათუმი“ 7-ჯერ დაჯარიმდა, პირველ ტაიმში ამ მაჩვენებელმა 10-ს გადააჭარბა და როდესაც მეტოქეს ისეთი დამრტყმელი ჰყავს, როგორიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თემურ სოხაძეა, ეს ნებისმიერ გუნდს ძვირად დაუჯდება.

„ყოჩებმა“ დებიუტში საკუთარი დერეფანი წააგო, მაგრამ იქვე კარგი დაცვით ჯარიმა გამოიმუშავა და სოხაძემ კარიდან მარჯვნივ, საშუალო მანძილიდან ანგარიში გახსნა. მე-5 წუთზე მან საკუთარი ნახევრიდან, კარის წინ 52 მეტრიდან დაარტყა, მიმართულება ზუსტი იყო, მაგრამ დარტყმულს ძალა არ ეყო. 3 წუთში „ყოჩებმა“ შერკინებაში იმძლავრა და ანგარიში 6:0 გახდა. მე-10 წუთზე სტუმრებმა პირველი სახიფათო იერიში განახორციელეს, ფლანგზე მეტობა რომ შეიქმნა ბადრი ევგენიძემ ფეხით შეიგორა ბურთი და მიყვა, მიხეილ გაჩეჩილაძემ ის უდროო დროს შებოჭა და ბახვა კობახიძემ მარცხნიდან გაიტანა - 6:3.

მე-15 წუთზე სანდრო ნიჟარაძის გრძელის პასის შემდეგ სოხაძე ბათუმელებმა კარგად შებოჭეს, მაგრამ მერე რაქში დაჯარიმდნენ და სოხაძემ კარის წინ 48 მეტრიდან გაიტანა. პასუხად გოდერძი ჭინჭარაულმა გაჭრა ხაზი და 22-ის ზოლთან ბოლო მცველს ვერ გაექცა, თორემ ლელო გარდაუვალი იყო. სტუმართა მორიგი მრავალფეროვანი შეტევისა ორი ბათუმელი ზურაბ თუთბერიძეს ფეხით შეგორებულ ბურთს მიყვა, მაგრამ მის დამორჩილება ვერცერთმა ვერ მოახერხა. 7-8 წუთიანი მიძალება ბოლნისელებმა მოიგერიეს, მერე ჯარიმა გამოიმუშავეს და სოხაძის დარტყმულს 50 მეტრიდან კვლავ ძალა დააკლდა. ერთ წუთში მან 45 მეტრიდან ჯარიმა აუტში გადაიტანა და არც შემცდარა. ლელოდან 5 მეტრში დერეფანი მიხეილ არჩუაშვილმა მოგო, კარგ მოლს კი დავით გრძელიშვილის ლელო მოყვა და სოხაძემაც ზუსტად გარდასახა - 16:3.

ამის შემდეგ „ბათუმი“ კვლავ გააქტიურდა და 32-ე წუთზე კობახიძემ 38 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, ხოლო ზედ შესვენების წინ ზღვისპირელთა ხელდახელ ბურთაობამ შედეგი მოიტანა. ფეხით გადაკიდებული ბურთი გიორგი თხილაიშვილმა მოიხელთა და ნიკა ნინიძეს გაატანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და 22-ის ზოლამდე ირბინა, იერიში მარცხენა ფრთაზე სწრაფად გაიშალა, თხილაიშვილმა ხაზი გაჭრა და გრძელი პასით ლელოში ევგენიძე შეუშვა, ხოლო კობხიძემ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

მეორე ტაიმის დებიუტში სოხაძემ კარიდან მარჯვნივ, 23 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, კობახიძეს მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. 55-ე წუთზე „ბათუმი“ ცენტრალურ ხაზთან შეცდა, უზუსტო პასის შემდეგ ბურთს ფეხი ნიჟარაძემ წაკრა და მას ხარშილაძე მიყვა, რომელსაც ჭინჭარაულმა კი დაასწრო, თუმცა ოვალს ფეხი ააცილა. წონასწორობა დაკარგული ხარშილაძე ბურთს მიწვდა და აი აქ საქმეში ჩაება ვიდეო-რეფერი - პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს ჩემპიონატის მატჩში!

მან დაადგინა, რომ ხარშილაძის ხელიდან ბურთი წინ წავიდა და დამიწება ვერ შეძლო, მაგრამ ეს პერიოდი ბოლნისელების იყო და გიორგი ხარშილაძემ 61-ე წუთზე თავისი წილი ლელო მაინც გაიტანა, ოღონდ ამჯერადაც საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო. მან სოხაძისგან მიიღო გრძელი გადაცემა და რეფერი იმას ამოწმებდა, წინ-პასი ხომ არ იყო. დადგინდა, რომ ყველაფერი წესების სრული დაცვით მოხდა და სოხაძის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 26:13 გახდა, მაგრამ „ბათუმი“ არ გატყდა და დასკვნით მეოთხედში მატჩის მოგების რეალური შანსიც გაუჩნდა.

66-ე წუთზე ჭინჭარაული ბოლნისელთა 22-ში ცრუმოძრაობით ორ მცველს დაუსხლტა და ინდივიდუალური ლელო გაიტანა, კობახიძემ კი, გარდასახვით დარჩენილ წუთებს მნიშვნელობა დაუბრუნა - 26:20. 75-ე წუთამდე „ყოჩები“ მშვიდად იცავდა თავს, მერე ნიჟარაძე ბურთზე ხელის განზრახ ჩარყმისთვის სინბინით დაისაჯა და საქმე გართულდა. თამაში ბოლნისელთა 22-ში მიდიოდა და 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მაღალი ბოჭვისთვის გიორგი ტყეშელიაძემაც მიიღო. 2-კაცნაკლულ მეტოქეს „ბათუმმა“ მოლით შეუტია, თუმცა უნებლიე ბლოკისთვის დაჯარიმდა. „ყოჩებმა“ ბოლო დერეფანი მოიგო და 26:20 გამარჯვებით მეორე ადგილთან ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები კი, პლეი ოფში ძვირად ფასობს.

შეგახსენებთ, პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის პირველ ეტაპზე ისვენებენ და მერე ერთმანეთში არკვევენ პირველ ფინალისტს, ხოლო დამარცხებულს იქ მოხვედრის შანსი კიდევ რჩება. მესამე და მეოთხე ადგილები კი, პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლობის უფლებას იძლევა, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

„ლელო-სარასენსმა“ „აიას“ გამარჯვება არ დაანება

საქართველოს ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულმა „ლელო-სარასენსმა“ ქუთაისის „აიას“ დასკვნით მეოთხედში აჯობა და დიდ დიღომში, საკუთარ არენაზე დაუმარცხებელი სერია გაიხანგრძლივა. თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ქომაგმაც ლაღი რაგბით და მოვლენების დრამატული განვითარებით ისიამოვნა.

ჩემპიონმა თამაში აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე ჯერ სანდრო თოდუამ და მერე ოთარ ბერკალაიამ გაჭრეს ხაზი. შედეგად, მასპნძლებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა. მე-12 წუთზე მან კარის წინ 45 მეტრიდანაც ზუსტად დაარტყა. ორიოდე წუთში რეზი ჯინჭველაშვილს ერთი ჯარიმის გაქვითვა შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. ტაიმის ბოლოს „აია“ საგრძნობლად გააქტიურდა და სულ ბოლოს ამან შედეგი მოიტანა - იოსებ კიკვაძე ფეხით შეგორებულ ბურთს მიყვა, მას ლელოს ხაზთან დაეუფლა და მცველების მცდელობის მიუხედავად, მარცხენა ალამთან დაამიწა, ხოლო ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და პირველი ნახევარი ქუთაისელებმა 7:6 მოიგეს.

მეორე ნახევრის დასაწყისი სტუმრების იყო. კიკვაძემ თანაგუნდელის ფეხით გადაკიდებული მასპინძელს ხელიდან ააცალა და კარგად იარა, იერიში გიორგი ფრუიძემ გააგრძელა და ლელოს ხაზს 6-7 მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და გუნდის კაპიტანმა დავით ლოსაბერიძემ ლამაზი იერიში ალამთან ლელოთი დაასრულა - 6:12. ამას „ლელო-სარასენსი“ არ შეეგუა და ნოდარ ჭეიშვილის კარგი გარჯის შემდეგ მართალია ლელო არ გავიდა, მაგრამ მისმა გუნდმა კარის წინ 10 მეტრში ჯარიმის უფლება მიიღო და ყიასაშვილმა ის 3 ქულად აქცია. 51-ე წუთზე „აიამ“ მესამე ლელო გაიტანა. მორიგი სწრაფი შეტევის შემდეგ ფრუიძემ კარგად იარა, რომ შეაჩერეს რაქიდან მოულოდნელად ლოსაბერიძემ შეუტია და დუბლი შეასრულა, ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახა და 19:9 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

მაგრამ „ლელო-სარასენსს“ ბოლომდე ბრძოლა სჩვევია და ამჯერადაც ასე მოხდა. ყიასაშვილმა ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვა და გუნდმაც ლელოზე ითამაშა. 59-ე წუთზე „აია“ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, „ლელომ“ კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმა აუტში გადაიტანა, კარგი მოლი დააყენა და დაჩი კოპაძემ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს - 16:19. მატჩის ბედი 72-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ლაშა ხმალაძემ თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი, უკვე მეტოქის 22-ში თოდუას დროულად უპასა და მანაც ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა და ქუთაისელებს ლელოზე თამაში აიძულა. მაგრამ მატჩში მეტი შედეგიანი შეტევა აღარ ყოფილა და „ლელო-სარასენსმა“ 23:19 მოგებით პირველ ადგილზე პოზიციები გაიმყარა, ხოლო „აია“ ჯერაც ექვსეულის ფსკერზე რჩება, თუმცა წინსვლის შანსი სულაც არ დაუკარგავს.

მე-14 ტურის მეორე დღის კიდევ ერთ მატჩში გორის „ჯიქმა“ „აკადემიას“ სამი უპასუხო ლელო გაუტანა, 18:3 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIV ტური

21 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”

აკადემია (თბილისი) - ჯიქი (გორი) 3:18 (0:8)

აკადემია: 1 ჯარიმა - ს. მათიაშვილი

აკადემია: 3 ლელო - რ. ხარაზიშვილი, გ. მჭედლიშვილი, ბ. მამრიკიშვილი; 1 ჯარიმა - რ. ხარაზიშვილი

თბილისი. “შევარდენი”

ყოჩები (ბოლნისი) - ბათუმი (ბათუმი) 26:20

ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. ნიჟარაძე, 13. ხარშილაძე, 12. ცერცვაძე, 11. ხუციშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. ჯაშიტაშვილი, 3. შენგელია, 4. არჩუაშვილი, 5. გრძელიშვილი, 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. ჯინჭარაძე, 17. სვანიძე, 18. ხოსიტაშვილი, 19. ურუშაძე, 20. გუგეშაშვილი, 21. კაჭარავა, 22. გარუჩავა, 23. ცირეკიძე.

2 ლელო: დ. გრძელიშვილი, გ. ხარშილაძე

2 გარდასახვა: თ. სოხაძე

4 ჯარიმა: თ. სოხაძე

2 სინბინი: ს. ნიჟარაძე, გ. ტყეშელიაძე

ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ნინიძე, 11. ევგენიძე, 10. ჭინჭარაული, 9. თუთბერიძე; 1. ერისთავი, 2. თედორაძე, 3. ბალიაშვილი, 4. ნიუვენჰეიზენი, 5. აზალაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე, 8. შაშიაშვილი.

სათადარიგოები: 16. კვანტიძე, 17. ხოჭოლავა, 18. კელენჯერიძე, 19. ბერიძე, 20. დუმბაძე, 21. კოჩალიძე, 22. დონაძე, 23. ტრაპაიძე.

2 ლელო: ბ. ევგენიძე, გ. ჭინჭარაული

2 გარდასახვა: ბ. კობახიძე

2 ჯარიმა: ბ. კობახიძე

თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი).

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 23:19 (6:7)

ლელო-სარასენსი: 15. ყიასაშვილი, 14. ჩიტიძე, 13. თოდუა, 12. ბარკალაია, 11. ხეცოიძე, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. ჭყოიძე, 3. პატარაია, 4. ჭეიშვილი, 5. ქოიავა, 6. კოპაძე, 7. სურგულაძე, 8. მაისურაძე.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მჭედლიძე, 18. მარგალიტაძე, 19. სიხარულიძე, 20. ბუბუტეიშვილი, 21. ლომინაძე, 22. ხეცურიანი, 23. ხორბალაძე.

2 ლელო: დ. კოპაძე, ს. თოდუა

2 გარდასახვა: ი. ყიასაშვილი

3 ჯარიმა: ი. ყიასაშვილი

აია: 15. ბაბუნაშვილი, 14. კიკვაძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. აბრამიძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. თორაძე, 4. რევიშვილი, 5. ჩიტეიშვილი, 6. მარშანია, 7. სალდაძე, 8. ლოსაბერიძე.

სათადარიგოები: 16. წაქაძე, 17. ვ. ტორაძე, 18. ლომსიანიძე, 19. კუხიანიძე, 20. მაჩალაძე, 21. მანაგაძე, 22. სინაურიძე, 23. ტორაძე.

3 ლელო: ი. კიკვაძე, დ. ლოსაბერიძე (2)

2 გარდასახვა: რ. ჯინჭველაშვილი

21/02

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

14

11

1

2

2

1

0

273:197

+76

29/19

49

2

ლოკომოტივი თბილისი ^

14

9

1

4

1

4

0

261:197

+64

27/15

43

3

ბათუმი ბათუმი

14

9

1

4

1

4

0

242:200

+42

20/09

43

4

ჯიქი გორი

14

8

1

5

4

3

0

223:151

+72

25/10

41

5

ყოჩები ბოლნისი

14

9

0

5

1

3

0

250:221

+29

19/20

40

6

აია ქუთაისი

14

7

2

5

1

3

0

229:205

+24

19/16

36

7

აკადემია თბილისი

14

5

0

9

0

4

0

133:207

-74

08/22

24

8

ხარები რუსთავი ^

14

4

0

10

0

5

0

166:240

-74

14/26

21

9

არმია თბილისი

14

3

1

10

0

7

0

226:301

-75

16/34

21

10

არმაზი თბილისი

14

1

1

12

0

7

0

186:270

-84

18/24

13

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

21/02 @ 18.05

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

XV ტური. 5-6 მარტი

ყოჩები - აკადემია, ბათუმი - ლოკომოტივი, ხარები - ლელო-სარასენსი, აია - არმია, არმაზი - ჯიქი

წყარო - www.worldrugby.ge

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118641