ფეხბურთი

23:59 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” კეროლს 10 დღე მოისაკლისებს

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი ტომ კეროლი გუნდს 7-დან 10 დღის განმავლობაში აქილევსის მყესის დაზიანების გამო ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-ს “მამლების” თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ დაუდასტურა.

კეროლმა ტრავმა “ფიორენტინასთან” (1:1) გამართულ ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120606