ფეხბურთი

15:51 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: "ამ პროგრამის შემდეგ, ყველაფერი კლუბების მენეჯმენტზეა დამოკიდებული"

ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა სფფ-ის ხელმძღვანელებმა 17 თებერვალს ჟურნალისტებთან წარადგინეს და კითხვებსაც უპასუხეს, ხოლო 18 თებერვალს ოფიციალური პრეზენტაცია იყო. აღარ გავიმორებთ იმ დეტალებს, რაზეც უკვე ითქვა და დაიწერა. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ 5 წელიწადზე გათვლილი 265,7 მილიონი ლარი გამოეყო ქართულ ფეხბურთს (იხილეთ ვრცლად).

პრეზენტაციის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს ვთხოვეთ კომენტარი:

"უპირველესად, დიდი მადლობა სპორტის სამინისტროსა და მთავრობას, რომლებმაც მოიწონეს ეს პროგრამა და დაამტკიცეს. იმედი მაქვს, კერძო ინვესტორები დაინტერესდებიან და კლუბის შეძენის სურვილი გაუჩნდებათ. ეს პროგრამა სწორედ მათი დაინტერესებისთვის არის გამიზნული.

...მნიშვნელოვანი ისაა, რომ კლუბები უკვე თავად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ სწორი მენეჯმენტი აწარმოონ, ანუ კარგი მენეჯერები და კარგი სპეციალისტები ჰყავდეთ. მათ აქვთ გარანტირებული თანხა, მაგრამ სწორი მუშაობისა და სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში ხომ გაცილებით მეტს მიიღებენ.

...უკმაყოფილება თუ გამოთქვეს? იყო რამდენიმე შეკითხვა ერთი-ორი კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან, რაზეც მკაფიო პასუხი გავეცით. ერთი-ორი გამონაკლისის გამო, პროგრამის შეცვლას არ ვაპირებდით და არც იქნებოდა სწორი. გადავთვალოთ, რამდენ კლუბს ჰქონდა აქამდე გარანტირებული 1 400 000 ლარი წელიწადში? ახლა კი, გარანტირებულს შეუძლია თავადაც მიუმატონ სწორი მუშაობის შემთხვევაში: იგულისხმება საპრემიო სისტემაც და სტიმულირებაც.

...ეროვნული ნაკრების მწვრთნელს რაც შეეხება, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს".

0.12584