ჩოგბურთი

12:02 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ალმაგროს აჯობა

რაფაელ ნადალმა “რიო დე ჟანეიროს” ტურნირის 1/8-ფინალში ესპანელი ნიკოლას ალამაგრო 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. რაფამ 5 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ალმაგრომ 8 შესაძლებლობიდან მხოლოდ - 2. შეხვედრაში 120 ქულა გათამაშდა, საიდანაც 67 რაფამ მოიგო, ხოლო 53 ალმაგრომ. ურთიერთშეხვედრებში ნადალი ალმაგროს 13:1 ამარცხებს.

1/4-ფინალში რაფა უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება.

0.115335