დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა “რიო დე ჟანეიროს” ტურნირის პირველ წრეში თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტა იოლად 6:1, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. რაფამ 5 ბრეიკი შეასრულა, თვითონ კი ორჯერ დაკარგა ჩაწოდება.
ტურნირის 1/8-ფინალში ნადალი კიდევ ერთ თანამემამულეს ნიკოლას ალმაგროს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში რაფა ალმაგროს 12:1 ამარცხებს.