ფეხბურთი

19:35 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “რეიმსის” გულშემატკივართა რჩეულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას “რეიმსის” გულშემატკივრებმა გარჯა დაუფასეს და იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომელიც ჯაბას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

“დაუღალავი ჯაბა კანკავა გუნდს გასული წლის აგვისტოში შეუერთდა და მალევე ნახევარდაცვის წამყვან მოთამაშედ იქცა. იანვრის თვე ინდივიდუალურ დონეზე მისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული გამოდგა. მისი თავდადებული, საიმედო თამაშისა და სტატისტიკის გათვალისწინებით გულშემატკივრებმა მხარი ჯაბას დაუჭირეს” - წერს “რეიმსის” ოფიციალური ვებგვერდი და იმასაც აღნიშნავს, რომ კანკავასთვის 2016 წელი წარმატებულად დაიწყო, რადგან ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაც დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153816