ფეხბურთი

1:37 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” გოლის გემო გაიხსენა, თუმცა, მაინც წააგო (+VIDEO)

ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა და დანიის სუპერლიგის მეორეადგილოსან “ოლბორგთან” 3:4 დამარცხდა.

ბოლნისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და ბასოგოგის დუბლით დანიელები უკვე მე-13 წუთზე 2:0-ს იგებდნენ. ზუსტად ერთ წუთში ტატანაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. მან შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

“სიონისთვის” ეს გოლი თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო შეხვედრებში პირველი იყო. ამის შემდეგ, ორივე გუნდს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში მეტი ბურთი არ გასულა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთებზე “სიონმა” კიდევ ერთი გოლი გაუშვა. ამჯერად, ბრუნიმ ბოლნისელთა მარცხენა ფლანგი გაარღვია და მერლანს აუღებელი დაურტყა – 3:1.

მალევე მანჯგალაძემ სიღრმიდან კარგად წამოიღო ბურთი და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა სუსტად დაარტყა და ლარსენს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

ბოლნისელთაგან მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა გოგინაშვილმა გაიტანა. ტატანაშვილმა ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა, სამ მცველს გასცდა და კარგი პასი გაუკეთა გოგინაშვილს, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მატჩის მიწურულს ბოლნისელი მცველების შეუთანხმებელი თამაშით ენევოლდსენმა ისარგებლა და “სიონის” კარში მეოთხე ბურთი გაიტანა.

85-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გოგინაშვილმა ითამაშა კარგად, კარგ პოზიციაზე მყოფ მანაგაძეს უპასა, დანიელთა მცველმა ბურთის მოგერიებაზე ითამაშა, თუმცა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ბოლნისელებს ანგარიშის გათანაბერების შანსი ჰქონდათ. საჯარიმოს ხაზთან დანიელებმა მანაგაძე წესების დარღვევით გააჩერეს. საჯარიმო დარტყმა გიორგი კილასონიამ საკუთარ თავზე აიღო და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.

“სიონი” ანტალიაში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ყაზახური “აქტობეს” წინააღმდეგ დღეს გამართავს.

ოლბორგი – სიონი 4:3 VIDEO

ანტალია, ბელეკი

სიონი: მერლანი, სვანიძე, ოთარაშვილი კილასონია ვ, საჯაია, რაზმაძე, გვალია, მანჯგალაძე, შალამბერიძე, კობახიძე, ტატანაშვილი.

მეორე ტაიმი: მერლანი, ოთარაშვილი, ვ.კილასონია, სვანიძე, საჯაია, გვალია (გ.კილასონია), რაზმაძე (გოგობერიშვილი), მანჯგალაძე, გოგინაშვილი, ისიანი, ტატანაშვილი (მანაგაძე).

ოლბორგი: ლარსენი, კრისტენენი, ალმანი, ბლებიერგი, პეტერსონი, ვურტცი, როლანტსონი, ბასოგოგი, ბორსტინგი, აბილდგაარდი, ბრუნი, სპალვისი.

მეორე ტაიმი: ლარსენი, ენევოლდსენი, პედერსენი, ბასოგოგი (აუგუსტინუსენი), აბილდგაედი, პედერსენი, როკედალი, ბორსტინგი, როლანტსონი (ტრანეი), ვურთზი (ბუსტი), ბრუნი (კრისტენსენი).

გოლები: 1:0, 2:0 ბასოგოგი (5, 13), 2:1 ტატანაშვილი (14), 3:1 ბრუნი (47), 3:2 გოგინაშვილი (67), 4:2 ენევოლდსენი (70), 4:3 სელვმალი (ავტოგოლი, 85).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113864