ფეხბურთი

21:53 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" დანიის "ვენდისელთან" 1:2 წააგო

გორის "დილამ" შეკრებაზე დანიურ "ვენდსისელთან" 1:2 წააგო. "ვენდსისელი" დანიის რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, რომელმაც ბრწყინვალე ინდივიდუალური გარღვევა განახორციელა და გზად ნახევარი ვენდსისელი მოატყუა.

მარცვალაძემ მანამდე ძელსაც მოარტყა ბურთი, თუმცა ეს მეორე ტაიმის დასაწყისში. დანიელები 35-ე წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ და ქართველებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირებაღა შესძლეს.

ისე, ცოტა უცნაური შემადგენლობა კი ჰყავდა "დილას", თავიდან ორი ნომინალური მცველით თამაშობდნენ.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მუჯრიშვილი (ლეგაშვილი 46), ლომიძე, სამხარაძე, გოგუა (კვირკვია 80), ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (კვირკველია 74), ელიაური, საბაძე, ერისთავი (ხურცილავა 71), მაშუკოვი (მოდებაძე 75), მარცვალაძე

0.102444