ჩოგბურთი

16:45 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებს სამინისტროში უმასპინძლეს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა 3-6 თებერვალს ისრაელში, ქალაქ ელიატში ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მიიღო მონაწილეობა და 2 მოგებით და 1 მარცხით ხორვატიასთან ერთად, მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყო.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ამ შედეგით მსოფლიო ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს, მაგრამ ფედერაციის თასის ევრო-აფრიკულ ზონის I ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს. გოგონებმა B ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკას 3:0 სძლიეს, პირველობისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში კი დიდ ბრიტანეთთან 1:2 დათმეს და პლეი-ოფისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ, მე-5-8 ადგილებისათვის შეხვედრაში კი ბულგარეთი 2:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი გახლდათ, გუნდში კი სოფო შაფათავა, ოქსანა კალაშნიკოვა, ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ირიცხებოდნენ. მსოფლიო ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება ბელგიამ და უკრაინამ მოიპოვეს, ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონას კი სამხრეთ აფრიკა და შვედეთი დაემშვიდობნენ.

ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ, 11 თებერვალს საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა გუნდმა ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველთან ერთად ტურნირის შემაჯამებელი პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართა. ჩოგბურთელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ 16 წლამდე ასაკის გოგონათა ნაკრების წევრები და მათი კაპიტანთან ერთად 16 წლამდე ასაკის გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს ევროპის ზამთრის თასების საკვალიფიკაციო რაუნდში და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, რომელიც 19 თებერვალს, ჩეხეთის ქალაქ ვესკაში გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116257