ფეხბურთი

17:12 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა “სპორტინგთან” გაახანგრძლივა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვილიამ კარვალიომ “სპორტინგთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიის ეროვნული გუნდის მოთამაშისადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი უკვე იჩენს.

მიმდინარე სეზონში კარვალიოს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია. ჯამში ვილიამმა 22 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.068625