ფეხბურთი

14:16 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” “ჩერნომორეცთან” შეცდომისთვის დაისაჯა

ანტალიურ შეკრებაზე მყოფი ბოლნისის “სიონი” მესამე საკონტროლო შეხვედრაში ოდესის “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ბოლნისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრის ერთადერთი გოლი “სიონის” მცველების შეცდომას მოჰყვა. გაგნიძემ ბურთი ვარლამ კილასონიას მიუგორა, რომელსაც ბალახზე ფეხი მოუცურდა და დაეცა. ამით მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ბარილეომ ისარგებლად ოდესელები წინ გაიყვანა.

დამაჯერებლად ჩაატარა მთელი მატჩი მეკარე ნანიევმა, რომელმაც რიგ ეპიზოდებში კარი კარგად დაიცვა. მომენტები ჰქონდა ბოლნისელთა ბომბარდირს დიმიტრი ტატანაშვილს, თუმცა, მან პირველ ტაიმში, ერთი-ერთზე სამი მომენტი ვერ გამოიყენა.

ვარლამ კილასონიას გუნდი მეოთხე ტესტ-მატჩს, 11 თებერვალს, დანიური “ოლბორგის” წინააღმდეგ გამართავს.

ჩერნომორეცი (ოდესა) – სიონი (ბოლნისი) 1:0

ანტალია, სიდე

სიონი: ნანიევი, საჯაია, სვანიძე, გურეშიძე, ვ. კილასონია, გოგინაშვილი, გოგობერიშვილი, რაზმაძე, გვალია, მანჯგალაძე, ტატანაშვილი.

სათადარიგო: გაგნიძე, უგულავა, ისიანი, ფოფხაძე, კობახიძე, შალამბერიძე, ოთარიშვილი, მესხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.086939