ფეხბურთი

20:18 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

”მერანი” “იანგ ბოიზის” 21-წლამდელებთან ფრეს დასჯერდა

მარტვილის "მერანმა" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სიდეში და ამით თურქული შეკრება დაასრულა. 1:1 შვეიცარიის “იანგ ბოიზის” 21-წლამდელებთან. დღევანდელი მეტოქე კი სხვა გუნდებისგან გამორჩეული იყო, რადგან "მერანს" საკადრო პრობლემებით მოუწია ასპარეზობა. სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ ბენჟამენ ტეიდი, აკაკი წყაროზია, გაგა გაზდელიანი, ვასიკო კენჩხაძე. ტეიდს ვიზის გამო შეექმნა პრობლემა და დროებით "ცხინვალში" ვარჯიშობს, დანარჩენ ფეხბურთელებს კი მცირე ტრამვები აწუხებდათ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევრაში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ტაიმი ფრე 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "იანგ ბოიზი" დაწინაურდა, თუმცა "მერანის" ახალწვეულმა ნიკოლოზ საბანაძემ სწრაფადვე გაათანაბრა ანგარიში: 1:1. სხვათაშორის წინა შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი საბანაძემ და "მერანის" ფორვარდი მატჩის დასრულებამდე შეიძლებოდა გამარჯვების გოლის ავტორი გამხდარიყო, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შემდეგში როგორც აღმოჩნდა, მთავარი არბიტრი შეცდა აღნიშნულ ეპიზოდში.

მეორე ნახევარში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, რეალური საგოლე ეპიზოდები ჰქონდათ მარტვილელებსაც, თუმცა საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი 1:1 დასრულდა.

“მერანი” 11 თებერვალს დაბრუნდება საქართველოში.

"მერანი" - "იანგ ბოიზის" 21-წლამდელები (შვეიცარია) 1:1

"მერანი": მამალაძე. მელიავა (რუხაია), გიორგაძე, ორბელაძე (ი.ციცხვაია, გეგია, ხაბელაშვილი (ჯღამაია), ჯიქია, გოგუაძე (გოგოლიძე), კიკნაველიძე, ჩიმაკაძე (აშორტია), საბანაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061366