ფეხბურთი

20:24 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი, რასისტების თავდასხმის ობიექტი და მსაჯის თანადგომა

იტალიის სერია A-ს ერთპიროვნულ ლიდერ “ნაპოლის” ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი “ლაციოსა” და “ნაპოლის” (0:2) შეხვედრის მთავარ არბიტრ მასიმილიანო ირატის საჯაროდ მადლობას უხდის. საქმე ისაა, რომ რომაული გუნდის გულშემატკივრებმა შეხვედრის მიმდინარეობისას სენეგალელი მცველის მისამართით რასისტული გამოხტომები გამოავლინეს, ხოლო ირატიმ აღნიშნულის გამო თამაშის შეჩერება ბრძანა და იგი მხოლოდ 3 წუთის შემდეგ განახლდა.

“ყველა სოლიდარული მესიჯისთვის მადლობა. მადლობა “ლაციოს” ფეხბურთელებს და ყველაზე მეტად მსაჯს, ირატის გამბედაობისთვის. ასევე დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, “ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და ტიფოზებს, რომლებმაც დაგმეს ეს საშინელი ფაქტი”, - თქვა კულიბალიმ.

“ლაციოს” ტიფოზების საქციელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაშიც დაგმეს და დედაქალაქურ გუნდს სასჯელიც გამოუტანეს – “ლაციალე” 50 ათასი ევროთი დაჯარიმდა, ხოლო “კურვა ნორდი” (ყველაზე ცხელი სექტორი “სტადიო ოლიმპიკოზე” “ლაციოს” საშინაო თამაშებზე) ორი ტურის განმავლობაში ცარიელი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063101