ფეხბურთი

10:58 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

 “ლესტერი” წინ მიიწევს, “არსენალი” პოზიციებს თმობს (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა ჩატარდა. ყველაზე დიდ ინტერესს “კინგ პაუერ სთედიუმზე” გასამართი მატჩი იწვევდა, სადაც მიმდინარე სეზონის უმთავრესმა სენსაციამ “ლესტერმა” “ლივერპულს” უმასპინძლა, დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და ორივე გუნდს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარეები მშვენივრად თამაშობდნენ. მეორე ტაიმში კი, “მელიებმა” საკუთარი შანსები გამოიყენეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს. მე-60 წუთზე მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა ჯეიმი ვარდიმ, ხოლო 71-ე წუთზე ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ოკაზაკის გადაცემა შეირგო და დუბლი გაიფორმა - 2:0.

“მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “სანდერლენდს” დაუპირისპირდა და მძიმე, მაგრამ საჭირო სამი ქულა გაიფორმა. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ გაიტანა, რომელსაც მიმდინარე პრემიერლიგაში 13 ბურთი დაუგროვდა.

ძვირფასი ქულები დაკარგა “არსენალმა”, რომელმაც დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად შინ “საუთჰემპტონს” ვერ გაუტანა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. Aმის გამო, “მეთოფებმა” მესამე ადგილი დაკრგეს, რადგანაც “ტოტენჰემმა” გასვლაზე “ნორვიჩი” გაანადგურა, პრინციპულ მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი სხვაობით გაუსწრო კიდეც.

გათამაშების უიმედო აუტსაიდერი “ასტონ ვილა” ჯორდან აიუს გაძევების მე-17 წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თამაშობდა “ბოლეინ გრაუნდზე” და გასაკვირი არაა, რომ 3 ქულა “ვესტ ჰემს” დარჩა.

ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან იოლად იმარჯვა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც შინ “სტოკი” გაანადგურა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ჟესი ლინგარდისა და ენტონი მარტიალის გოლებით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში უეინ რუნიმაც ივარგა – 3:0.

“კრისტალ პალასმა” შინ “ბორნმუთთან” წააგო, ხოლო “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “სუონსის” 92-ე წუთზე გამოჰგლიჯა ქულა.

არსენალი – საუთჰემპტონი 0:0 VIDEO

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, ფლამინი (კოკლენი 85), რემსი, კემპბელი (უოლკოტი 62), ოზილი, სანჩესი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, უარდ-პროუსი (ხუანმი 83), რომეუ, ვანიამა, ტადიჩი (პელე 69), მანე (ტარგეტი 86), ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გაფრთხილებები: კოკლენი, პაულისტა – სოარეში
მსაჯი: ლი მეისონი

ლესტერი – ლივერპული 2:0 (0:0) VIDEO

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (გრეი 79), მაჰრეზი (ულოა 90), ოკაზაკი (კინგი 87), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, სახო, ლოვრენი, კლაინი, მორენო, ლეივა, ჩანი (ალენი 75), ჰენდერსონი (ბენტეკე 66), ლალანა, მილნერი, ფირმინო (ტეიშეირა 87).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: ვარდი (60;71)
გაფრთხილებები: ლეივა
მსაჯი: ანდრე მარინერი

ნორვიჩი – ტოტენჰემი 0:3 (0:2) VIDEO

ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, კლოზე, პინტო, ოლსონი, იარვისი (ჯერომი 70), მულუმბუ, ტეტი, ჰაუსონი, ნეისმიტი (ოჯიჯა-ოფოე 74), მბოკანი.
მწვრთნელი:
ალექს ნილი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ალდერვეირელდი, უოლკერი, როუზი, დაიერი, დემბელე, ერიკსენი (ლამელა 91), ალი (ჩადლი 46), სონი (კეროლი 70), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ალი (2), 0:2;0:3 კეინი (30 პენ. 90)
გაფრთხილებები: ბასონგი, ტეტი – ალდერვეირელდი, როუზი
მსაჯი: კევინ ფრენდი

სანდერლენდი – მანჩესტერ სიტი 0:1 (0:1) VIDEO

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ოში, კონე, ვან აანჰოლტი, ჯონსი, კირხოფი, კატერმოლი (ა.ჯონსონი 75), მ’ვილა, ბორინი (ნ’დოიე 82), ლენსი (ხაზრი 46), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, დემიჩელისი, ოტამენდი, კლიში, სანია, ტურე (კოლაროვი 79), ფერნანდინიო, ნავასი (სტერლინგი 76), სილვა, აიჰენაჩო (ფერნანდო 46), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: აგუერო (16)
გაფრთხილებები: ჯონსი – ოტამენდი, აგუერო, ფერნანდინიო, სანია
მსაჯი: სტიუარტ არტველი

ვესტ ჰემი – ასტონ ვილა 2:0 (0:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ტომკინსი, კრესველი, კუაიტე (ობიანგი 93), სონგი, ნობლი, პაიე, ანტონიო (იელავიჩი 89), ვალენსია (მოზესი 86).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ასტონ ვილა (4-3-1-2): ბანი, ლესკოტი, ოკორე, რიჩარდსი, სისოხო, გაიე, ბაკუნა, ვერეტუტი, ხილი (რიჩარდსონი 71), აგბონლაჰორი (სინკლერი 80), ჯ.აიუ.
მწვრთნელი:რემი გარდი

გოლები: 1:0 ანტონიო (58), 2:0 კუაიტე (85)
გაფრთხილებები: სონგი, კოლინსი, ნობლი
გაძევება: ჯ.აიუ (17)
მსაჯი: ჯონათან მოსი

კრისტალ პალასი – ბორნმუთი 1:2 (1:1)

ლონდონი, “შელჰარსთ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, მაკარტური (მუტჩი 46), იედინაკი, ლი (შამახი 68), პანჩონი, ზაჰა, კემპბელი (ადებაიორი 58).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, არტერი (დისტინი 94), გოსლინგი, რიტჩი (გრებანი 85), პუგი, აფობი (კინგი 75).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 დანი (27), 1:1 პუგი (34), 1:2 აფობი (57)
გაფრთხილებები: ზაჰა, დანი, იედინაკი – ფრანცისი, კუკი, გრებანი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ვესტ ბრომვიჩი – სუონსი 1:1 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი (გარდნერი 53), ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, სანდრო (ანიჩებე 69), იაკობი, სესენიონი (ბერაჰინო 62), დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ნ.ტეილორი (ნოუტონი 59), კი (პალოსკი 45+2), ბრიტონი, კუკი, რუტლიჯი, ა.აიუ (ამატი 82), სიგურდსონი.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

გოლები: 0:1 სიგურდსონი (64), 1:1 რონდონი (92)
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

მანჩესტერ იუნაიტედი – სტოკი 3:0 (2:0) VIDEO

მანჩესტერი, ”ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ბორთუიკ-ჯექსონი, ფელაინი (ერერა 80), კერიკი, მატა (პერეირა 88), ლინგარდი, რუნი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი (ბერდსლი 30), მუნიესა, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, აფელაი, კრკიჩი (აირლანდი 60), არნაუტოვიჩი, უოლტერსი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ლინგარდი (14), 2:0 მარტიალი (23), 3:0 რუნი (53)
გაფრთხილებები: დარმიანი, მარტიალი – აირლანდი
მსაჯი: როჯერ ისტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.234247