კალათბურთი

22:20 | 2.02.2016 | ნანახია 2649 - ჯერ

,,კაქტუსი“ ,,ვითას“ დასჯას ითხოვს

,,ა“ ლიგის მონაწილე საკალათბურთო კლუბ ,,კაქტუსის“ მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი არჩილ ჟღენტი ,,მსოფლიო სპორტს“ დაუკავშირდა და თავისი აღშფოთება არ დაუმალავს:

- ორი ტურის შემდეგ ,,კაქტუსი“ და ,,ვითა“ 4-4 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდნენ. მესამე ტურში ამ გუნდების დაპირისპირებას ერთპიროვნული ლიდერი უნდა გამოევლინა. ამ შეხვედრის დაწყებამდე სამი საათით ადრე კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თავისი ნივთებიანად გუნდიდან გაქრა ამერიკელი ლეგიონერი კლარენს ჯექსონი. ,,ვითა“-,,კაქტუსის“ თამაშის დაწყების წინ ჩემთან მოვიდა ,,ვითას“ მთავარი მწვრთნელი და მომიბოდიშა: ,,ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. პირადად მე, ამ ფორმით მოთამაშის გუნდში აყვანას არ ვიზიარებ“. მატჩის დასრულების შემდეგ ,,კაქტუსის“ პრეზიდენტი ვეტერანი კალათბურთელი ალეკო დავითულიანი შეხვდა ,,ვითას“ პრეზიდენტს თემურ დათიკაშვილს და სთხოვა, განემარტა, სად იყო ჯექსონი. დათიკაშვილმა თქვა, რომ იგი არაა საქმის კურსში და არც ის იცის , თუ სადაა ჯექსონი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ,,ვითას“ წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ რადგან დაკარგული იყო ამერიკის მოქალაქე, ძებნა უნდა გამოგვეცხადებინა.

ამის შემდეგ მათ აღიარეს, რომ დაუკავშირდნენ ჯექსონს და დაპირდნენ, თუ იგი მონაწილეობას არ მიიღებდა ამ თამაშში, მასთან გააფორმებდნენ კონტრაქტს და ,ვთბ-ლიგაშიც ათამაშებდნენ.

- რაც თქვენ მოყევით, ამას კლარენს ჯექსონი თუ ადასტურებს?
- რა თქმა უნდა, ადასტურებს.
- კონკრეტულად ვინ დაუკავშირდა ჯექსონს?
- ,,ვითას“ მენეჯერი ლევან მიქელაძე, რომელიც კლარენსის მენეჯერსაც ესაუბრა და გუნდის მიერ წაყენებული პირობების შესრულების შემთხვევაში, ,,ვითასთან“ კონტრაქტის გაფორმებას დაპირდა.
- ,,ვითამ“ ჯექსონს კონტრაქტი გაუფორმა?
როგორ გაუფორმებდა, როდესაც მას ჩვენთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული. კონტრაქტი რომ ჰქონოდა, გუშინდელ შეხვედრაშიც მიიღებდა მონაწილეობას, სადაც ,,ვითამ“ ვთბ ლიგაში ,,ხიმკის“ უმასპინძლა.
- აპირებთ თუ არა კლარენსის გუნდში დაბრუნებას?
- რა თქმა უნდა, არა. რაც მან გააკეთა, ამის შემდეგ გუნდში როგორ დავტოვებ! არ მჭირდება ისეთი კალათბურთელი, რომელიც გუნდის ერთგული არაა.
- თვითონ ჯექსონი რას აპირებს?
- გაოგნებულია. ამბობს, აქ სად მოვხვდიო და რაც შეიძლება , მალე სურს სამშობლოში დაბრუნდეს.
- მაშინ რას უცდის? გათავისუფლების ფურცელს?
- ჯექსონი გათავისუფლების ფურცელს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც იმ ზარალს გადაიხდის, რომელიც ზემოხსენებული ფაქტის გამო გუნდმა მიიღო. სამწუხაროდ, ტრანსფერების ფანჯარა დახურულია და ახალ ლეგიონერს ვეღარ ავიყვანთ.
- ამ ფაქტის შემდეგ, როგორ აპირებთ ურთიერთობის გარკვევას ,,ვითასთან“?
- განცხადება შევიტანეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში და ვითხოვთ, იმსათვის, რაც ,,ვითამ“ ჩაიდინა, მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
- კონკრეტულად, რა გაქვთ მხედველობაში?
- რასაც ფედერაცია გადაწყვეტს, ოღონდ სასჯელი მკაცრი უნდა იყოს.

არჩილ ჟღენტთან საუბარი დღის პირველ ნახევარში შედგა. მას შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი“ გვიან საღამომდე ეცადა ,,ვითას“ წარმომადგენლებს დაკავშირებოდა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს, ვერ მოვახერხეთ.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 03.02.2016
Torres9 (12692)

დაშალეთ საერთოდ ეგ უნამუსო გუნდი ქვეყანას რო არცხვენს შინ და გარეთ

17:44 | 03.02.2016
twist (106)

stripslashes((strlen('https://videowin.ge/index/video?id=48863')>0?'https://videowin.ge/index/video?id=48863':'https://videowin.ge/index/video?id=48863'))
ნახეთ რას ამბობს ჩარლზ ბარკლი ზაზა ფაჩულიაზე,მგონი ზედმეტი მოუვიდა(რბილად და ეთიკის ფარგლებში რომ ვთქვა)

12:05 | 03.02.2016
Gia_Volski (57)

თუ სამართლიანობა ისევ არსებობს ამ საზიზღარ ქვეყანაში ვითა მინიმუმ ა-ლიგიდან უნდა მოხსნან. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი, არანაირ ჭრილში არ ჯდება მათი საქციელი, არც ეთიკურ, არც სპორტულ და არც სამართლებრივ! ვიმეორებ მინიმუმ უნდა მოიხსნას გუნდი გათამაშებიდან მათ ყველანაირი სპორტული ეთიკა და კანონი დაარღვიეს! და რო იძახით სად გარბოდაო, ვინმემ დანკანს შეთავაზოსო მსგავსი რამე ესე და ესე ხო ეტყვისო, კატასტროფული შედარებაა, მსგავსი შეთავაზება უკვე მოსყიდვაა და შენ აიღებ ამ თანხას თუ არა დამნაშავე მაინც უნდა დაისაჯოს ვინც ამ მოსყიდვას ცდილობს!

10:08 | 03.02.2016
qomagi555 (259)

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული... მოთამაშის მოსყიდვა თაღლითურად და თამაშის შედეგზე ზეგავლენის მოხდენა!!!
ფედერქციამ აუცილებლად უნდა მოკვეთოს ვითა ა ლიგიდან და ამ დანაშაულზე წესით პროკურატურამაც უნდა აღძრას საქმე...
თვითონვე იძახიან თან ვითას უფროსობა კი ეგრე იყოო ))))
თაღლითობაა და დანაშაულია აბა რა არის მოწინააღმდეგის მოთამაშეს ფულს და კონტრაქტს დაჰპირდნენ (მოატყუეს რათქმაუნდა) ოღონდ ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშოო!!!
ხმებიც დადის ტოტალიზატორშიც ყომარობენო!!!
სამარცხვინოა ეს ყველაფერი!!!
სამარცხვინო გუნდია!!!

02:02 | 03.02.2016
BEERTRANCE (97819)

მხოლოდ გრუზლანდიაში DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

00:10 | 03.02.2016
johnsilver (1156)

ვითა დასასჯელია არაეთიკური საქციელის გამო, თუმცა ეგ ფაქტი სამართლებრივად, მგონი, არაფერს ნიშნავს - დაუძახოს ტიმ დანკანს ვინმემ და უთხრას, წამოდი, 100 მლნ მოგცემ და ფინიქსის წინააღმდეგ არ ითამაშოო... ხო ეტყვის, თქვენ ნორმალურად თუ ხართო. რას გარბოდა ის კაკტუსელი უტვინო ლეგიონერი? ძალით არავინ მიათრევდა...
ვითა რომ სამარცხვინოა ზოგადად და ვთბ-ში - ეგ ფაქტია.

23:43 | 02.02.2016
levani82 (41682)

რაო ვითამ A ლიგაში წაგება არ გვეკადრებაო?

23:41 | 02.02.2016
levani82 (41682)

საკალათბურთო გუნდი ვითა ძაან სამარცხვინო გუნდია

22:44 | 02.02.2016
Buratino (3505)

დაშალეთ საერთოდ მაგ ნაყარნუყარი გროვა, შინ და გარეთ რომ არცხვენენ ქართულ კალათბურთს!

22:31 | 02.02.2016
linkin-park (3179)

ვითა მართლა დასასჯელია ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო... ვთბ ლიგაში რეებსაც შვება იმის გამო

02:01 | 03.02.2016
BEERTRANCE (97819)

ორმაგად

23:22 | 02.02.2016
stoikovich (5984)

100%

0.063099