კალათბურთი

15:42 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტი და უეიდი კვირის მოთამაშეებად დაასახელეს

“ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდი კევინ დიურანტი და “მაიამი ჰითის” მცველი დუეინ უეიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების კვირის მოთამაშეებად აღიარეს.

დიურანტის საშუალო მონაგარი 34.7 ქულა, 11.7 მოხსნა და 4.3 პასი გახლდათ, მისმა გუნდმა კი სამივე მატჩში იმარჯვა. “ნიქსთან” შეხვედრაში ოკლაჰომელთა ლიდერი 44 ქულით და 14 მოხსნით გამოირჩა.

“ჰითმა” კვირის 4-ვე მატჩში იმარჯვა, ხოლო უეიდის საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 24.0 ქულა, 7.0 პასი, 4.8 მოხსნა და 2.0 ჩაჭრა.

კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას კლეი ტომპსონი (“გოლდენ სტეიტი”), მონტა ელისი (“ინდიანა”), კრის პოლი (“კლიპერსი”), ჯეფ გრინი (“მემფისი”), რაიან ანდერსონი და ჯრუ ჯოლიდეი (ორივე – “ნიუ ორლეანი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), დემარ დეროზანი და კაილ ლოური (ორივე – “ტორონტო”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061688