კალათბურთი

15:29 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თვის მწვრთნელებად კეისი და რივერსი აღიარეს

“ტორონტო რეპტორზის” და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” თავკაცები დუეინ კეისი და დოკ რივერსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის იანვრის საუკეთესო მწვრთნელებად აღიარეს.

კეისის გუნდმა გასულ თვეში აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 12 მოგება, 2 მარცხი. კანადელებმა ზედიზედ 11 მატჩში იმარჯვეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთეო შედეგია.

რაც შეეხება რივერსის მიერ გაწვრთნილ “კლიპერსს”, ამ გუნდმა იანვარში 14-დან 11 შეხვედრა მოიგო.

თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას სტივ კერი, ლუკ უოლტონი (ორივე – “გოლდენ სტეიტი”), დეივ იერგერი (“მემფისი”), ბილი დონოვანი (“ოკლაჰომა სიტი”), ტერი სტოტსი (“პორტლენდი”) და გრეგ პოპოვიჩიც (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060748