ფეხბურთი

23:59 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” პირველი სპარინგ-პარტნიორი შეცვალა

ბოლნისის “სიონმა” მომზადების მეორე ეტაპი ანტალიაში დაიწყო. გუნდი ბელეკში, სასტუმრო “ატლანტისში” დაბინავდა, სადაც 13 თებერვლამდე დაჰყოფს. ბოლნისელებმა პირველი ვარჯიში უკვე გამართეს. ვარლამ კილასონიამ პირველ დღეს ფეხბურთელები მცირედით დატვირთა და ძირითადად ძალის აღდგენაზე ავარჯიშა. ხვალიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადადის.

კილასონიამ შეკრებაზე სულ 24 ფეხბურთელი იახლა: მერლანი, ნანიევი, სვანიძე, ფოფხაძე, გურეშიძე, ვ. კილასონია, ოთარაშვილი, გ. კილასონია, საჯაია, გაფრინდაშვილი, კობახიძე, გაგნიძე, შალამბერიძე, გოგობერიშვილი, გოგინაშვილი, მანჯგალაძე, გვალია, რაზმაძე, მანაგაძე, ისიანი, უგულავა, შულაია, ტატანაშვილი, მესხი.

“სიონი” პირველ ამხანაგურ შეხვედრას, ყაზახეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “ოკჟეტპესის” წინააღმდეგ გამართავს. ბოლნისელთა პირველი სპარინგ-პარტნიორი რუმინული “კრაიოვა” უნდა ყოფილიყო, თუმცა “სიონის” თავკაცმა გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ “კრაიოვას” ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმეტესობა, რუმინეთის ნაკრებში იქნა გამოძახებული.
“ოკჟეტპესი” ყაზახეთის პრემიერლიგაში სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილოსანია. “სიონი”- “ოკჟეტპესის” დაპირისპირება 4 თებერვალს, ბელეკში, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

ამას გარდა, ბოლნისელები თურქეთში დანიურ “ოლბორგთან” და “ჰობროსთან”, უკრაინულ “ჩერნომორეცთან” და ყაზახურ “აქტობესთან” ითამაშებენ.

“სიონი”, რომელმაც თურქეთში წასვლამდე, ტესტ-მატჩში სომხური “მიკა” 2:0 დაამარცხა, სამშობლოში 14 თებერვალს დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122533