კალათბურთი

11:17 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას სეზონის 22-ე ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას სეზონის 22-ე ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა, თუმცა მისი შედეგიანობით „დალასმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტეხასურმა გუნდმა „ფინიქს სანსს“ უმასპინძლა და 91:78 დაამარცხა.

დირკ ნოვიცკის არ უთამაშია. ის დალასელთა მწვრთნელმა დაასვენა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36 წუთში 9 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი დალასელთაგან დერონ უილიამსმა დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩენდლერ პერსონსმა.

„დალას მავერიკსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მიმდინარე სეზონის 50 მატჩიდან ფაჩულიას გუნდმა 28 მოიგო. მომდევნო შეხვედრას ტეხასელები ჯორჯიის შტატში გამართავენ, სადაც 2 თებერვალს ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ „ატლანტას“ დაუპირისპირდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13109