კალათბურთი

23:47 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე “ფენერბაჰჩესთან” ორ ქულას დასჯერდა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” დაუხვდა და 70:71 დამარცხდა.

სათქმელია, რომ ფავორიტთან შეხვედრაში ქართველ კალათბურთელს თამაში აშკარად არ წაუვიდა. ვიქტორმა მოედანზე 34:26 წუთი დაჰყო და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.

ვიკამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 10 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ანკარელთაგან 10-ქულიან ზღვარს ჯეი ლუკასი (17), მარკო ტომასი (15), მარტინას გეჩევიჩიუსი (12) და ფრანკ ელეგარი (12) ასცდნენ, “ფენერბაჰჩეს” კი ლუიჯი დატომემ (17), ეკპე უდომ (15) და ალი მუჰამედმა (15) ულიდერეს.

“ტედ ანკარა კოლეჯლილერს” 7 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე დაქვეითდა, მორიგ მატჩს კი 7 თებერვალს, სტუმრად “უშაკ სპორტიფთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101275