ფეხბურთი

1:13 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: კანკავას გუნდი ქვემოთ ეშვება, “ვიტესმა” ვერ მოიგო
ფანები კაშიას მოითხოვენ

ჯაბა კანკავას “რეიმსს” მძიმე პერიოდი აქვს და ამჯერად სტუმრად 0:2 წააგო “ლორიანთან”. კანკავამ, რომელიც გუშინ საქართველოს 2015 წლის საქაღთველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. “რეიმსი” ბოლოდან მესამე ადგილზეა, ანუ გასავადნ ზონაში.

არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ჩემპიონატში დაგეგმილი სამი ქულა ვერ აიღო, შინ მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა “ექსელსიორთან” – 0:0. ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გურამ კაშია კი კვლავ სათადარიგო იყო. “ვიტესი” აშკარად ვერაა ფორმაში. საწყენია, რომ კაშიას იგნორირებას აგრძელებს მწვრთნელი რობ მაასი, რომელიც დროებითაა ამ პოსტზე.

“ვიტესის” ფანები კვლავაც სკანდირებდნენ “კაშია, კაშია”-ს. მათ სურთ, რომ კაპიტანმა ითამაშოს და აი, გურამის კონკურენტის, არნოლდ კრიუსვიკის სიტყვები:

“კარგია, რომ კაშიას მხარს უჭერენ, თუმცა ვფიქრობ, აჯობებს, რომ მთლიანად გუნდს უფრო მხურვალედ უგულშემატკივრონ. ჩემი აზრით, ნამდვილად არაა კარგი, რაც ფანებისგან მოდის”.

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა შინ 6:1 გაანადგურა “ნეა სალამისი” და პირველ ადგილზეა. აპოელი ერთი ქულით უსწრებს აეკ ლარნაკას, რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.

წააგო ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა”, კერძოდ, გასვლაზე 0:2 “ერმისთან”. მაისურაძე სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. “ანორთოსისი” მესამე პოზიციაზეა.

გერმანიის მესამე ლიგაში, “ვერდერის” დუბლებში ბოლო 25 წუთი ითამაშა გიორგი პაპინაშვილმა. ბრემენელებმა “მაგდებურგთან” 1:1 დაასრულეს. პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში “ჟილ ვისენტემ” შინ 0:0 ითამაშა “ფრიამუნდესთან” და მეოთხე ადგილზეა, თუმცა გადასვლის შანსი აქვს. “ჟილ ვისენტეში” 68 წუთი გაისარჯა ავთო ებრალიძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111815