კალათბურთი

11:00 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა დუბლით და გამარჯვებით დაბრუნდა (+VIDEO)

3-მატჩიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. „დალას მავერიკსის“ ქართველმა ცენტრმა გასული შეხვედრები ფეხის ტრავმის გამო გააცდინა, რის შემდეგაც „ბრუკლინ ნეთსთან“ მატჩში დაბრუნდა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ფაჩულიამ ორმაგი დუბლი მითვალა, რაც მისთვის სეზონში რიგით 21-ეა. ქართველი ცენტრი „ბრუკლინთან“ მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 16 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი, ხოლო 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ჩანდლერ პერსონსმა, რომელმაც 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

„ბრუკლინ ნეთსში“ 28 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ბრუკ ლოპესი, თუმცა ამით მან თავისიანებს ვერ უშველა. „დალასმა“ შეხვედრა 91:79 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილიდან „მემფის გრიზლისი“ ჩააჩოჩა. მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 1 თებერვალს, დალასში „ფინიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114124