ფეხბურთი

14:44 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალი” “გაგრასთან” დამარცხდა

საფეხბურთო კლუბი “ცხინვალი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე წლის მე-4 ამხანაგურ მატჩში “ცხინვალმა” სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე “გაგრას” უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა.

ანგარიში მე-13 წუთზე ლაშა ქოჩლაძემ გახსნა. მე-15 წუთზე ირაკლი ლექვთაძემ “ცხინვალი” კიდევ უფრო დააწინაურა. მე-20 წუთზე ლევან კუხალეიშვილმა სხვაობა შეამცირა. პირველი ტაიმის მიწურულს “გაგრამ” ანგარიში გაათანაბრა. “გოლი” მე-40 წუთზე თორნიკე მაჭავარიანმა გაიტანა.

63-ე წუთზე “გაგრას” მე-10 ნომერმა დუბლი შეასრულა და გუნდი დააწინაურა. კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ანგარიში 72-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლი მახარე ახალაიამ გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ბექა მეტრეველმა დააფიქსირა.

“ცხინვალი”: ნადირაძე, ბეჭვაია, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი, ჩახნაშვილი.

მეორე ტაიმი: ჩუჩალოვი, ფირცხალავა, ბუთუევი, ბურძენაძე, ჯიშკარიანი, ნოზაძე, ჯაყელი, ახალაია, გორელიშვილი, ლობჯანიძე, ივანიშვილი (ჩახნაშვილი).

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

0.130526