ჩოგბურთი

20:09 | 28.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ფინალშია

“ავსტრალიის ღია პირველობის” პირველი ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბმა დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი 6:1, 6:2. 3:6. 6:3 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. პირველი ორი სეტი ნოლემ ფედერერის შეცდომების ხარჯზე იოლად მოიგო. მესამე სეტში კი როჯერმა ნანატრი ბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში შეამცირა. მეოთხე პარტიაში ნოვაკის სასარგებლო 4:3-ზე ბალკანელი ბრეიკს აკეთებს და როჯერ ფედერერს კარიერაში 23-ჯერ ამარცხებს. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი პირველად დაწინაურდა 23:22.

ფინალში ნოვაკის მეტოქე ენდი მარეი მილოშ რაონიჩს შორის გამარჯვებული იქნება.ჯოკოვიჩს “ავსტრალიის ღია პირველობა” 5-ჯერ აქვს მოგებული (2008, 2011, 2012, 2013, 2015).

0.131959