ფეხბურთი

12:31 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟერვინიომ “რომას” ჩინეთი ამჯობინა

იტალიური “რომას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჟერვინიო ამიერიდან ჩინური “ჰებეის” ღირსებას დაიცავს. sky sport-ის ინფორმაციით, 28 წლის წლის კოტ დივუარელი შემტევის სანაცვლოდ “რომა” აზიური გუნდისგან 15 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჟერვიონიოს აქამდე არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აფრიკელმა ჩინეთში გადაბარგება ამჯობინა.

ჟერვინიო “რომას” შემადგენლობაში 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა, მიმდინარე სეზონში კი 14 ჩატარებულ მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ისიც სათქმელია, რომ რომაულმა გუნდმა ჟერვინიოს შემცვლელი უკვე უპოვნა – სტეფან ელ შაარავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114311