ჩოგბურთი

19:46 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს სიმონთან გაუჭირდა, როჯერმა იოლად იმარჯვა

“ავსტრალიის ღია პირველობის” 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

ნოვაკმა 5-სეტიან მარათონში ფრანგი ჟილ სიმონი 6:3, 6:7, 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 4 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. გადამაწყვეთ მეხუთე სეტში ნოლე 5:1 დაწინაურდა, სიმონმა შეძლო ერთი უკუბრეიკის გაკეთებმა, მაგრამ მეტი ვერაფერი ვეღარ გააკეთა. ნოლეს 9 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. სერბმა 100 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც ბალკანელისთვის ცუდი მაჩვენებელია, სიმონს 62 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. 1/4-ფინალში ჯოკოვიჩი იაპონელ კეი ნიშიკორს დაუპირისპირდება.

ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, ფედერერმა დავიდ გოფინს იოლად 6:2, 6:1, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. როჯერს 7 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. შვეიცარიელმა 13 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა. ფედერერი მომდევნო მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება.

0.126245