საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული "დნიპროს" შემტევმა სანდრო კობახიძემ worldsport-ge-სთან საუბრისას კახა ცხადაძის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პერიოდის წინ ნაკრების მწვრთნელის შეცვლაზე ლაპარაკი საერთო საქმეს აფუჭებს.
კობახიძე: "ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ვიცით, რაც ხდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება მნიშვნელოვანი პერიოდის წინ. ვგულისხმობ მომდევნო შესარჩევ ციკლს. შექმნილ აჟიოტაჟს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ახლა როდესაც როგორც იქნა დალაგდა სიტუაცია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, გაჩნდა იმედი შედეგის მიღწევისა. იმედი გაუჩნდათ გულშემატკივრებს და ჩვენ, ფეხბურთელებმაც გავითავისეთ მწვრთნელის ფილოსოფია. გავიგეთ, რას მოითხოვს ჩვენგან. არა მგონია, მწვრთნელის შეცვლა კარგი გადაწყვეტილება იყოს. პირიქით, ახლა ის პერიოდია, როცა სპორტის მინისტრიდან დაწყებული მინდვრის მომვლელით დამთავრებული, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა საერთო საქმე გამოგვივიდეს. აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტები ცუდის მეტს არაფერს მოგვიტანს."
კობახიძეს ვკითხეთ, თუ რამ გამოიწვია ცხადაძის მიმართ უნდობლობა და თუ ჩანდა ამის წინაპირობა:
"ის ვიცი, რომ ლევან კობიაშვილი წესიერი პიროვნებაა და პირველს გაუხარდება ნაკრების წარმატება. არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მჯერა, რომ საერთო ენა გამოინახება. ეს პრობლემა, რაც შეიძლება, მალე უნდა მოგვარდეს. მესმის, რომ ფინანსური პრობლემები იწვევს ამ ყველაფერს. შესარჩევის წინ მწვრთნელის მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი და მითუმეტეს შეცვლაზე ლაპარაკი ძალიან ცუდია. ეს არა მარტო მწვრთნელზე, არამედ ფეხბურთელებზეც მოქმედებს და საერთო საქმე ზიანდება".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართალს ამბობს სანდრო. სასტავში ადგილის პრობლემა არ აქვს ამ კაცს, ასე რომ არ გინდათ ცინიკური აზრები.
Nana Gureshidze · TSU
აზრთა სხვადასხვაობა არანაირად არაა ცუდი, ჩვენ რომ არ მიგვყავდეს კონფლიქტამდე... smile emoticon ერთიანობა – აუცილებლად ერთ აზრზე ყოფნას არ ნიშნავს. აზრთა სხვადასხვაობის დროსაც შეიძლება ერთიანობის მიღწევა და ეგ არ გამოგვდის ჩვენ (განსხვავებული აზრის მშვიდად მოსმენა რომ შეგვეძლოს...) smile emoticon p.s. ძლიერმა უნდა დათმოს ხოლმე , სუსტს დასათმობი არც არაფერი აქვს. ქართულ რეალობაში – ძლიერი არ გინდობს. და გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს...
Like · Reply · 20 hrs
-------------
უფრო ეს ამბობს მართალს..
ვინც სასტავშია და ეშინია შეშფოთებულები არიან
პოლიტიკოსებო გაანებეთ ფეხბურთს თავი!!!!!!!!!
რას ქვია ადგილი უნდა სასტავში ? რა აზროვნებაა ეგ?რამე არასწორი ქვა? თუ სახვანაირად ფიქრობ დაწერე ტუ არა რატო აყენებ კაცს შეურაწყოფას.ტქვენი გულშემატკივრობა არ გაიშვა ,ვინც მასე ფიქრობთ. ერთხელ მიხვალთ სტადიონზე და თავი ფეხბურთისთვის გადადებული გგონიათ. სანდრო კობახიძე იცოდე ნამდვილი გულშემატკივრები ესე არ ვფიქრობთ და თითოეული ნაკრების ფეხბურთელის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია(იეთი აზრიც რომელსაც ვეწინააგმდებები)
+
Oცნება ნამეტანს შვებით უკვე და ცოტა აზრზე მოდით.. Iმედია კობიასჰვილი გაარტმევს მთავრობის დაწოლას და ამ ეტაპზე ცხადაძე იმსახურებს ნაკრებს...
შეიძლება მისი სასტავში თამაში დიდად არ მხიბლავდეს (ფლანგზე თორე ცენტრში არ მაქ პრობლემა მისი მშრომელობიდან და სისწრაფე/გამძლეობიდან გამომდინარე მაგრამ ძალიან ერთფეროვანია ფლანგელისთვის) მაგრმ 100 პროცენტით ვეთანხმები აქ.. ვაფშე ძალიან არ მომწონს ქოცების ჭყიპინი და როგორც ჩანს ჩაითრიეს ხეჩიკაშვილიც ამაში.. ხან ნაცები ნიშნავენ ტრენერს ხან ქოცები ხან ბოცები ერთი ლეიბორისტებსაც ვანდოთ იქნება კაპელო მოყავთ..
იმედია ყველა ფეხბურთელი საჯაროდ დაუდგება გვერდით ცხადაძეს და აგრძნობინებენ ხეჩიკაშვილს რო დანამატები მოიკლონ და ქართულ ფეხბურთს (და სპორტს) დაუდგნენ გვერდით..
ეს ისედაც სასტავშია და არ ჭირდება პათხალიმობა სათამაშო დროისთვის. მშრომელი და ტაქტიკურად განათლებული ფეხბურთელია (ცხადაძის სიტყვები).
ადგილი უნდა ბიჭს სასტავში და დაიცავს აბა რას იზავს
ბაჩუკი,გელაშა,ლობჟანა,ხიზანა,კობახიძე ერთი საძმოა 
შენ, თუ ძმა ხარ ფეხბურთი ითამაშე..."დალშე" თვითონ მიხედავენ...
რაის მიმედავები არიან DDDDDDDDDDDDDDDDD