მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა “ავსტრალიის ღია პირველობის” 1/32-ფინალში 19 წლის ფრანგი კუენტინ ჰალისი 6:1, 6:2, 7:6 დაამარცხა. პირველი ორი სეტი სერბმა იოლად გაიარა, მესამე სეტში კი ფრანგმა თინეიჯერმა გაიბრძოლა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 3:7 დამარცხდა.
შეხვედრა საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 9 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. სერბმა 11 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა.
ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე იტალიელი ანდრე სეპი იქნება.
“ავსტრალიის ღია პირველობის” საპრიზო ფონდი 44 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.