ფეხბურთი

19:26 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "ინტერს" ჯერ ვერ გააქვს

ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ზედიზედ მესამე საკონტროლო მატჩი წააგო თურქულ შეკრებაზე. ჯერ იყო "ვერდერის" ძირითად და სარეზერვო გუნდთან მარცხები (0:1, 0:1), დღეს კი სლოვაკეთის "სლოვანთან" 0:2 დამარცხდნენ. მოკლედ, გოლების გატანა უჭირს "ინტერს", თუმცა ეს ამხანაგური შეხვედრებია.

"ინტერის" სასტარტოში ხუთმა ქართველმა ითამაშა: გიორგი ლომაიამ, ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა.

გერმანულმა "ფრაიბურგმა" შვეიცარიის "ლუცერნთან" ამხანაგური 1:1 დაასრულა. ლუკას ჰუფნაგელმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113063