ფეხბურთი

18:10 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: მარცხი ფინელებთან

მინსკში მიმდინარეობს რვაგუნდიანი საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვას 5:4 სძლიეს, დღეს კი ფინეთთან 0:1 დამარცხდნენ.

ქართველებმა პირველ ტაიმში გაუშვეს გოლი და მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, დამარცხდნენ... ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში უკრაინამ 5:1 მოუგო მოლდოვას.

21 იანვარს ჯგუფის ბოლო ტურში საქართველო უკრაინას შეხვდება, ხოლო ფინეთი მოლდოვას. ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება და მხოლოდ პირველადგილოსნები გადიან ფინალში.

ბოლო ტურის წინ უკრაინასა და ფინეთს 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს 3, ხოლო მოლდოვას - 0. პირველ ადგილზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავალთ, თუ უკრაინას მოვუგებთ და ამავე დროს ფინეთი მოლდოვას ვერ მოუგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117342