ფეხბურთი

0:59 | 17.01.2016 | ნანახია 3674 - ჯერ

ყაზაიშვილი ისევ იტანს და დამაჯერებელია, კანკავას 90 წუთი დაუთმეს (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონში თავისი მე-7 გოლი გაიტანა ვალერი ყაზაიშვილმა, რომელმაც გასვლაზე “კამბურის” კარი დალაშქრა. ქართველმა შემტევმა შეხვედრა ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90-ე წუთზე, გატანილი გოლის შემდეგ შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი, რომელიც მილოტ რაშიცამ შეაგდო, უშუალოდ ვაკოს აქტიურობას მოჰყვა. კერძოდ, ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და რაშიცამ დამატებაზე იხეირა. თავად გოლს რაც შეეხება, 22 წლის ქართველმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და გატანა აღარ გასჭირვებია (იხილეთ გოლი). “ვიტესის” მეორე ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია, კვლავას თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთზე, სწორედ ყაზაიშვილის ნაცვლად გამოჩნდა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “ვიტესს” 31 ქულა დაუგროვდა და 18 ტურის მერე მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ჯაბა კანკავას “რეიმსი” საფრანგეთის ლიგა 1-ში გამარჯვებას ისევ შენატრის (მიჯრით ხუთი მოუგებელი თამაში). ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ამჯერზე სტუმრად “აიაჩოს” ვერ მოუგო და მხოლოდ ფრეს (2:2) დასჯერდა. არადა, “რეიმსი” წარმატებასთან ახლოს იყო, რადგან 72-ე წუთამდე იგებდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრდაიციულად ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და არც შეუცვლიათ. ჯაბამ შეხვედრა ყვითელი ბარათის გარეშე ჩაატარა. “რეიმსი” კი ამასობაში მე-17 ადგილამდე დაეშვა 22 ქულით და გასავრდნი ზონა ერთ ნაბიჯშია. კანკავას კი საფრანგეთის მთავარ ლიგაში 13 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ახალი გუნდის შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც “ლევადიაკოსს” ერთი თვის წინ შეუერთდა. გიორგის თუ ერთი კვირის წინ "ოლიმპიაკოსთან" სათამაშო დროის 45 წუთი დაეთმო, ამჯერად “ირაკლისთან” საშინაო მატჩში 57-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში 1:1 იყო და მერე აღარ შეცვლილა. “ლევადიაკოსი” 17 ტურის შემდეგ 23 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

კვიპროსის I დივიზიონში ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, რომლის რიგებშიც გიორგი აბურჯანიას წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ქართველი, ირაკლი მაისურაძე დარჩა, სტუმრად “აია ნაპას” 7:1 მოუგო. მაისურაძემ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის კი ფამაგუსტელები 5:1 იგებდნენ. “ანორთოსისს” 19 ტურში 42 ქულა გააჩნია და მეორედ ადგილზეა, ლიდერ “აეკს” კი 3 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:47 | 20.01.2016
CR7NOLE (15561)

აიაქსი გვინდა ვაკო

17:29 | 17.01.2016
UNITY (6719)

ვაკოს აიაქსის ფორმით უნდა 10 თამაში და მერე იანვარში იუვე დაითრევს...

14:46 | 17.01.2016
federer (17) (15576)

რამ დააბრმავა ეს ევროპული გუნდები, ვაკო რომ ვერ შეამჩნიეს, აშკარად მეტს იმსახურებს ეს ბიჭი ვიდრე ვიტესიაა

15:10 | 17.01.2016
levani82 (41682)

კაი იქნება თუკი ჰოლანდიაში დარჩება და აიაქსი პსვ-ში გადავა

11:26 | 17.01.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

11:20 | 17.01.2016
მადრიდისტა (17021)

კაშო უნდა წავიდეს ამათი უნამუსო დედა მივ.....
ვაკო უკვე გადამწიფებულია ამ ხლე ფარმა კლუბისთვის დროა უკეთესი გუნდი იპოვოს...

14:44 | 17.01.2016
federer (17) (15576)

მარტალი ხარ მეგობაროოო
ვაკო აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს, ვიტესი უკვე დაბალი დონეა მისთვის
კაშიას რაც შეეხება აქ ურო არასათამაშო პრობლემები მგონია, თორე მიკროტრავმის მერე კაპიტანს სკამზე არ აჯენენ ხოლმეეე

03:32 | 17.01.2016
levani82 (41682)

აუ კვიპროსში რა ანგარიშები ფიქსირდება

01:08 | 17.01.2016
maestro10 (13745)

Kargia vako

0.067011