საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვა.
გუშინ ქართველებმა ლიტვურ SMK-ს მოუგეს, რის შემდეგაც რუსეთის ძლიერ წარმომადგენელ, მოსკოვის „ხიმკის“ შეხვდნენ და მასაც სძლიეს - 73:59.
საქართველოს ნაკრებში თავი გამოიჩინა აღნიშნულ ასაკთან შედარებით უმცროსმა - 14-წლამდელთა ნაკრების წევრმა ვოვა თავაქარაშვილმა.
გორელმა მოზარდმა კალათბურთელმა 20 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 21 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, რომელიც ასევე ასაკით უფროს – 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს ხოლმე.
საქართელოს ნაკრებს ვილნიუსის ეტაპზე 4-დან 3 მოგება აქვს და დღეს, ევროპის ლიგის მეორე ეტაპის დასკვნით მატჩში ლიტვის დედაქალაქში ბოლო მატჩს – ლიტვურ კლუბ „ვილნიუსთან“ გამართავს.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. U15. ვილნიუსი. ლიტვა
საქართველო 73:58 ხიმკი (რუსეთი)
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია აბა თქვენ იცით