საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ვილნიუსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
გუშინ თითო მოგებ-წაგების შემდეგ, ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი ქართველები ლიტვურ SKM-ს შეხვდნენ და 19 ქულის სხვაობით – 60:41 დაამარცხეს.
ქართველებმა პირველი პერიოდი 8:13 წააგეს, თუმცა მეორე პერიოდში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და 21:2 გაანადგურეს. ამის შემდეგ მატჩის ბედი გაირკვა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
საქართველოს ნაკრებში 14 ქულით ბომბარდირი ნიკა ნიკოლაიშვილი გახდა. 12 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა.U15 იანვარი. ვილნიუსი. ლიტვა
საქართველო 60:41 skm (ლიტვა)
www.gbf.ge