კალათბურთი

1:51 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 13 ქულა საფრანგეთის ჩემპიონატში

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა გიორგი ცინცაძემ ფრანგულ “რუენში” გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა, მისმა გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა.

რუენელებმა “ანტიბთან” გასვლითი შეხვედრა 81:87 წააგეს, ცინცაძემ კი მოედანზე 21 წუთი დაჰყო და 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 3 შეცდომა დაუშვა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 11 გახლდათ, რითაც ის მხოლოდ იაბუსელეს (18 ქულა, 9 მოხსნა) და დიაბატეს (16 ქულა, 6 პასი) ჩამორჩა.

“რუენმა” 4 მოგების წილ მე-13 მარცხი მოაგროვა და 18-გუნდიან ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან სწორედ 2 მაჩანჩალა ვარდება, ამდენად, ცინცაძეს და მის თანაგუნდელებს დიდი ბრძოლები ელით.

“რუენი” მომდევნო მატჩს 29 იანვარს, შინ, ერთი-ერთი უშუალო კონკურენტის – “ნანსის” (5 მოგება, მე-15 ადგილი) წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092535