ფეხბურთი

13:32 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟერვინიო შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

იტალიური “რომას” კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა ჟერვინიომ, შესაძლოა კლუბი დატოვოს და კარიერა ჩინეთში გააგრძელოს.

Football Italia-ს ცნობით, რომაელებმა 28 წლის ფეხბურთელის გაყიდვით მიღებული თანხა, “ჯენოას” ნახევარმცველ დიეგო პეროტას შესაძენად უნდა გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში, იტალიის სერია ა-ში მოთამაშე კლუბების ფეხბურთელების მიმართ, ყველაზე მეტ ინტერესს სწორედ ჩინური კლუბები იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “რომა” წარუმატებელი შედეგების გამო მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ დატოვა.

ჟერვინიოს ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 6 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114181