კალათბურთი

21:00 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას, საქართველოს 2001 წელს დაბადებულ (15-წლამდელთა) კალათბურთელთა ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე – ვილნიუსის ტურში.

მიხეილ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 22-25 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ პირველ ტურში, სადაც 5-დან 1 მატჩი მოიგო.

ქართველები ვილნიუსის ტურშიც 5 მატჩს გამართავენ. ევროპის ახალგაზრდული ლიგის გათამაშების ფორმატის მიხედვით, მთლიანობაში 3 ტური უნდა გაიმართოს. ვილნიუსის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით ეტაპს ლიტვის ქალაქ კაუნასში 24-27 მარტს გამართავს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

15 იანვარი

სპარსი (ლატვია) – საქართველო 2001

საქართველო 2001 – პერკუნასი (ლიტვა)

16 იანვარი

SKM (ლიტვა) – საქართველო 2001

საქართველო 2001 – ხიმკი (რუსეთი)

ვილნიუსი (ლიტვა) – საქართველო 2001

15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

დაჩი ქავთარაძე, ლუკა ხობელია, რატი ანდრონიკაშვილი, ლაშა მიქელაძე, მიხეილ ზურაბაშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, ნიკა ნიკოლაიშვილი, ბექა ბექაია, გიორგი მუზაშვილი, ნიკა ლობჟანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ქორქია

მწვრთნელის ასისტენტი: ირაკლი მაისურაძე

www.gbf.ge

0.064876