ფეხბურთი

1:22 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებს (1999) ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

დღეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ვინაობა გვეცოდინება, მანამდე კი, როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, 17-წლამდელთა ნაკრებს (1999 წელს დაბადებულები) ვასილ მაისურაძე გაწვრთნის.
ვასილ მაისურაძე ბოლოს 19-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა, ანუ 1997 წელს დაბადებულებს. რაც შეეხება 17-წლამდელებს, მათაც, 19-წლამდელთა მსგავსად, გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელით. 15-დან 20 მარტამდე III ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს: საქართველოს მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან. ჯგუფიდან ორი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე. აი, 19-წლამდელებს ვინ გაწვრთნის, ეს ხვალ გვეცოდინება.
შეგახსენებთ, 1999 წელს დაბადებულთა ნაკრებს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნიდა. ეს ნაკრები რამდენიმე დღეში მინსკში გაემგზავრება რვაგუნდიან საერთაშორისო ტურნირზე. 17-24 იანვარს გაიმართება ეს ტურნირი, ქართველები კი ჯგუფში მოლდოვას, ფინეთსა და უკრაინას შეხვდებიან. ტურნირზე ყველა ადგილი გატამაშდება, პირველადგილოსნები ფინალში ითამაშებენ, მეორეადგილოსნები მესამე ადგილისთვის და ა.შ.
ვასილ მაისურაძის თავკაცობით, 2012 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134943