კალათბურთი

22:41 | 10.01.2016 | ნანახია 2405 - ჯერ

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია სპორტის ახალ სასახლეში

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია გრძელდება. ღონისძიება კომპანია Royal Group-ის ორგანიზებით მიმდინარეობს, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

გუშინდელი დღე საკმაოდ აქტიური იყო. ფაჩულიას მხარდასაჭერი აქციები მუსიკალურ მაღაზია GURU-ში და ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

Royal Group-ის ჯგუფი სუპერლიგის თამაშს, "აკადემია" -"მგზავრები" დაესწრო, ჩაატარა აქცია, გაესაუბრა საინტერესო რესპოდენტებს და ზაზამ ხმების დამატებითი ოფციები მიიღო.

გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე): "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ზაზა ფაჩულიას დიდი გულშემატკივარია. ჩვენთვის, მთელი ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანია ზაზას წარმატება. ყველას მოგიწოდებთ - მივცეთ ხმა ზაზა ფაჩულიას!”.

მიხეილ ბერიშვილი ("დინამო", მოთამაშე): "ზაზა განსაკუთრებული, ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელია. მე ყოველდღე ვაძლევ ხმას ზაზას და თქვენც იგივეს გთხოვთ. ზაზა ამას იმსახურებს”.

ვატო ნაცვლიშვილი ("დინამო", პრეზიდენტი): "ზაზამ თავისი შრომით, თავდადებით ბევრს მიაღწია. ის უნდა იყოს საუკეთესო მაგალითი დამწყები სპორტსმენებისთვის. ფაჩულიას აქვს შანსი, მოხვდეს განსაკუთრებული თამაშის მონაწილეებში და ეს ყველა ქართველის დიდი წარმატება იქნება. მიეცით ხმა ზაზა ფაჩულიას!”.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:12 | 11.01.2016
BEERTRANCE (97819)

კარგია, მეტი აქტიურობა გვინდა

12:56 | 11.01.2016
federer (17) (15576)

კარგია ასეთი ღონისძიებები და ეს დაიმსახურა ზაზამ 13 წელია უკვე კაცი NBA-შია რაც მართლა უდიდესი შრომის და ბრძოლის ნაყოფიაა და მისაბაძი კაცია ზაზა ყველა ქართველისთვის

22:49 | 10.01.2016
რაჭა (10043)

ზაზა იმიტომაცაა მაგარი, რომ ქართველებს დაგვანახა თურმე ჩვენც შეგვძლებია ერთად დგომა DDDDD

12:55 | 11.01.2016
federer (17) (15576)

მართალი ხარ მეგობარო გვჭირდება ასეთი ხალხიი და მართლა მოახერხოს ნეტა ზაზამ ხალხის გაერთიანების საფუძვლის ჩაყრა, თორე უკვე ძაან შევჭამეთ ერთმანეთი ქართველებმაა
ყოფილა მაგალითები სადაც დიდ სპორცმენებს ქვეყანა გაუერთიანებია და ერთი მაგალითი იყო დროგბა, რომელმაც ორად გაყოფილი ქვეყანა გააერთიანა და ერის გმირია ეს კაცი და იმედია ზაზაც შეძლებს ჩვენს ერთად დგომას ჩაუყაროს საფუძველიი

0.067633