საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ,,ოლიმპისა’’ და მისი აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის გია კაზანჯიანის გზები გაიყარა.
დიდი მცდელობის მიუხედავად , ვერ მოვახერხეთ კაზანჯიანთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება, რათა დაგვეზუსტებინა კაზანჯიანის გუნდიდან წასვლის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან ,,ოლიმპს’’ ყველაზე მეტი ოთხი ლეგიონერი ჰყავდა, კარგი შედეგი მაინც ვერ აჩვენა, 13 ტურის შემდეგ ,,რუსთავთან’’ ერთად 18 ქულა აქვს და რვაგუნდიან ჩემპიონატში 6-7 ადგილებს ინაწილებს. გამორიცხული არაა, რომ ეს ფაქტიც იყოს კაზანჯიანის გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შეიძლება ვცდები, მაგრამ მწვრთნელმა ჯერ კლუბში უნდა დადოს შედეგი და ამის გათვალისწინებით მიიწვიო ნაკრებში. თუმცა ისტორიას საპირისპირო ცალკეული შედეგებიც ახსოვს, მაგრამ კანონზომიერი ეს უფრო მგონია მე. ამ წერილს არ ეხება მაგრამ, საქართველოს სინამდვილეში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანის შესაძლებლობები ფაქტებით არ არის დადასტურებული და პირდაპირ ნაკრების მწვრთნელად ნიშნავენ