ფეხბურთი

22:29 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლილი” ამალფიტანოთი გაძლიერდა

ფრანგულმა “ლილმა” გამოცდილი ნახევარმცველი მორგან ამალფიტანო დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია “ძაღლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

30 წლის ფეხბურთელმა გასული წლის 6 ოქტომბერს “ვესტ ჰემი” დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფებოდა. შესაბამისად, “ლილმა” ის უფასოდ ჩაიგდო ხელში. მორგანმა ახალ კლუბთან 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

მან მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემის” რიგებში მხოლოდ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ითამაშა (4 შეხვედრა და 1 საგოლე გადაცემა)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090198