ბრიტანელი ენდი მარეი “ჰოფმანის თასზე” ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან 4:6, 6:7 დამარცხდა.
შეხვედრამ საათსა და 24 წუთს გასტანა. პირველ სეტში 1:1-ზე ავსტრალიელმა ბრეიკი შეასრულა, რაც სეტებში დასაწინაურებლად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე სეტში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც კირგიოსმა 7:5 იმარჯვა და მარეი კარიერაში პირველად დაამარცხა, წინა ხუთივე შეხვედრა ბრიტანელის სასარგებლოდ დასრულდა.