2016 წელს დოჰას ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნოლემ გერმანელი დასტინ ბრაუნი იოლად 6:2, 6:2 (VIDEO) დაამარცხა. შეხვედრა 51 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 2 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. სერბმა 12 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა. 1/8-ფინალში ბალკანელის მეტოქე ვერდასკო-ჯაზირს შორის გამარჯვებული იქნება.
Qatar ExxonMobil Open-ის საპრიზო ფონდი 1,2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ჯოკოვიჩთან ერთად აღნიშნულ ტურნირზე რაფაელ ნადალიც იასპარეზებს, რაფა ხვალ თანამემამულე კარენო-ბუსტას შეხვდება.