ფეხბურთი

17:45 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” თვალი გერეიროს დაადგა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლორიანის” უნივერსალური ფეხბურთელი რაფაელ გერეირო ინგლისის “ლივერპულის” ინტერესის სფეროში მოექცა.

ვარაუდობენ, რომ 22 წლის ფეხბურთელში მერსისაიდელები 29 წლის მარცხენა მცველის, ხოსე ენრიკეს შემცვლელს ხედავენ, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ. თუ “ლივერპული” გერეიროსთან მოლაპარაკების პროცესს დადებითად წარმართავს, შესაძლოა, ესპანელს გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა იანვარშივე მისცენ.

გუნდის მთავარ მწვრთბელ იურგენ კლოპისთვის რაფაელის შესაძლებლობები კარგადაა ცნობილი, რადგან ის მას დიდი ხანია აკვირდება და ჯერ კიდევ “დორტმუნდის” მთავარ მწვრთნელად მუშაობისას იყო მისით დაინტერესებული. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში გერეირომ 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.119695