მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა AთP-ის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2015 წელს წინა წლებთან შედარებით მისი ჩაწოდება გაუმჯობესდა.
“ჩემი ჩაწოდება გაუმჯობესდა, მაგრამ არა სიჩქარის მხრივ, არამედ მეტად ზუსტი და აკურატული გახდა” – განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ჯოკოვიჩმა 2015 წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ნოლემ 11 ტურნირი მოიგო, მათ შორის სამი “დიდი სლემის ტურნირი”.